Τρίτη 20 Μαρτίου 2018

ΠΛΗΡΟΦΟΡΙΕΣ ΓΙΑ ΤΟ DEMODEX ΣΤΗ ΓΕΩΡΓΙΑΝΗ ΓΛΩΣΣΑ- Demodex (დემოდექსი, დემოდეკოზი) - დიაგნოზი და მკურნალობა

ΠΛΗΡΟΦΟΡΙΕΣ ΓΙΑ ΤΟ DEMODEX ΣΤΗ ΓΕΩΡΓΙΑΝΗ ΓΛΩΣΣΑ
Ευχαριστούμε την φίλη μας Eka για την μετάφραση

 
Demodex (დემოდექსი, დემოდეკოზი)                                                                                                                                                                                                                                                  დიაგნოზი და მკურნალობა
  მაღალკვალიფიციურ სამედიცინო-სამკურნალო ცენტრში, Biolaser, თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა დემოდეკოზზე (demodex). დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, პარაზიტებით დაინფიცირებულ პაციენტს ექიმი სპეციალისტი (ოფთალმოლოგი) სთავაზობს ინდივიდუალურ მკურნალობას, რომელიც ასევე ითვალისწინებს პაციენტის:

1.      სქესი და ასაკი.

2.      მიზეზი და მიზეზები რამაც გამოიწვია ეს დაავადება.

3.      დაინფიცირების ადგილი და მდებარეობა.

4.      სახის კანის ტიპი და თვალების მდგომარეობა.

5.      ცხოვრების წესი და აქტიურობა.                                                                             

  დემოდეკოზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, როგორც პაციენტისთვის ისე ექიმისთვის დაავადების ფორმისა და სტილის მიხედვით. იმისთვის რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს და მთლიანად განიკურნოთ დაავადებისგან, უნდა დაიწყოთ მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ორგანიზმის გაწმენდა, იმუნიტეტისა და სიცოცხლის უნარიანობის გაუმჯობესება. სწორედ ამას ითვალისწინებს ექიმ სპეციალისტი. ოფთალმოლოგი სამკურნალო ცენტრში Biolaser.                        ჩვენს ცენტრში არსებული სამკურნალო საშუალებები ეკოლოგიურად სუფთაა და დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე, რაც საშუალებას იძლევა პაციენტი ავარიდოთ ანტიბიოტიკებს  და კორტიზონის შემცვლელ პრეპარატებს. ასეთი სახის მკურნალობა რეკომენდირებულია ასევე ახალგაზრდა ასაკის მქონე პირთათვის და მათთვის, ვისაც აქვს მგრძნობიარე სახის კანი.                                                                                                                                                                                                                                                                  ექიმის  მიერ რეკომენდირებული სამკურნალო პროცედურა იწყება სახის კანისა და თვალების გაწმენდით. პარაზიტით დაზიანებულ მიდამოებს ვამუშავებთ ეთერზეთებით, ალოე ან სხვა მცენარეული კომპონენტებით. ამის შემდეგ ხდება პარაზიტების მოცილება მიკროსკოპული გზით ბიომიკროსკოპის დახმარებით. შედეგი პირველივე პროცედურიდან იგრძნობა.                                                                                                                                                                                                                                                      დემოდეკოზის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ასევე ფოტოთერაპია, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს სამკურნალო ცენტრში.                                                        ყურადღება: არ უნდა გამოვტოვოთ არც ერთი პროცედურა,  რასაც ექიმი სპეციალისტი გვინიშნავს, მკურნალობის პროცესი სასურველია ბოლომდე მივიყვანოთ, რამეთუ პარაზიტები კვერცხებიდან მრავლდებიან და საჭიროებენ ძირფესვიან აღმოფხვრას!!!  
ოფთალმოლოგიური ცენტრი Biolaser                                                                                                       ვასილი პაპადოპულუ                                                                                                                                            მის: კავტაძოგლუ 8    - პატისია  ტელ: 210 2011 933; 694 6738 344